საჯაროდ ვთავაზობ - შევიკრიბოთ ლელოს ფორმატში... რაღაცაზე ვილაპარაკოთ - იოსელიანი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიამა, "დღის სტუმარში" საუბრისას ოპოზიციას ე.წ. "ლელოს ფორმატში" მიმდინარე საკითხების საჯაროდ განხილვა შესთავაზა. 

"არ მოსწონთ ინდივიდუალური? საჯაროდ ვთავაზობ - შევიკრიბოთ ლელოს ფორმატში, დავსხდეთ და საჯაროდ ვისაუბროთ ამ თემებზე. დახურული და დასამალი არაფერი არ არის. მედიამ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რაზე მიდის დისკუსია, რადგან იქიდან [დახურული მოლაპარაკებებიდა] რომ გამოდიან, ბევრ რაღაცას სხვადასხვანაირად ყვებიან მერე. რაღაცაზე ვილაპარაკოთ", - ამბობს იოსელიანი.

მისივე აზრით, ოპოზიცია პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ქმნის, პროცესები კი გაჩერებულია.

"შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მიდის კარგად და ოპოზიცია პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის? არა, სამწუხაროდ. პროცესები გაჩერებულია, ყველაფერი გაჩერებულია", - თქვა მან.

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ შედეგის მიღწევა მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულებითაა შესაძლებელი. 

"ოპოზიციას არ უნდა ლაპარაკი - ეს ნიშნავს ჩემთვის, რომ არ უნდა, მოძებნოს გამოსავალი... მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შემდეგ - და გუშინწინ დაგვირგვინდა ევროსაბჭოს საპარალამენტო ანსამბლეის განცხადებით - ყველამ მოუწოდა ოპოზიციას, შესულიყვნენ შიგნით... ნუ გვექნება ეფემერული წარმოდგენები, რომ ქუჩიდან შეძლებს ოპოზიცია ცვლილებების გამოწვევას. არ მოხდება ასე, თუ ჩვენ შიგნიდან არ მოვახდენთ პროცესის პროვოცირებას და არ დავუდებთ ცვლილებებს რეალურ სათავეს. დღეს გვაქვს შანსი, რომ შევიდეთ სულ ყველანი და შევცვალოთ "ქართული ოცნება", არჩევნების გზით", - თქვა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში შევიდა, "ევროპელი სოციალისტებია". თუმცა აღმოჩნდა, რომ მას, როგორც პარტიას, შესაბამისი რეგისტრაცია არ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი