რუსული პროპაგანდისტული არხების ვებვერდებზე, ცხინვალში, რუსულად წირვის ჩატარების შემდეგ, რუსეთის პატრიარქოში გაგზავნილი საპროტესტო წერილის გამო, მეუფე გერასიმეს დასჯას ითხოვენ.
შობას, 7 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წირვა რუსულ ენაზე ჩატარდა.
თეოლოგების თანახმად, რუსულ ენაზე წირვის ჩატარებით, დაირღვა საეკლესიო სჯულის კანონი, რადგან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშაა.
მეუფე გერასიმის წერილს, ჯეჯერობით, ოფიციალური რეაგირება არ მოჰყოლია.
გიგლა თუმანიშვილი