ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, ტვიტს ავრცელებს პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
"პანდემია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ყველას ექნება ვაქცინაზე წვდომა. ჩვენ დავაფუძნებთ მექანიზმს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაუზიარონ ვაქცინის 2.3 მილიარდი დოზა მეზობლებსა და პარნტიორებს", - წერს ლეიენი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 96 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი პაციენტი, თითქმის 69 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.