ჩვენ თუ აქ ერთ ადგილს არ გავანძრევთ, გარედან ვიღაცეები ჩვენ საქმეს გააკეთებენ, ეგ არის ზღაპარი - ამბობს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ საუბრისას ჯაფარიძე ამბობს, რომ მოსაფიქრებელია პროტესტის ფორმა, პროტესტი კი მისი თქმით აუცილებელია, რადგან ადამიანებს უკრძალავენ იმას რაც რესპირატორული ვირუსების დროს ყველაზე აუცილებელია - მზეს და სუფთა ჰაერს:
ნებისმიერ შემთხვევში მოსაფიქრებელია თემები. ერთი მაქვს, დეტალების კიდე მოსაფიქრებელი, რაოდენობაზე იქნება გათვლილი და რაოდენობა ნიშნავს რომ ადამიანები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაანახონ ძალა, ოღონდ სტანდარტული გაცვეთილი მიტინგებისა და მიკროფონში ყვირილის გარეშე და მეორე - რასაც ვაკეთებდი ხოლმე - ინდივიდუალური ქეისების გაპროტესტება, მათ შორის დაუმორჩილებლობის აქტები, როცა კონკრეტულ რეგულაციას მიზანმიმართულად არღვევ და დემონსტრირებლად ანახებ ადამიანებს, რომ ეს რეგულაცია არის იდიოტობა" ამბობს ჯაფარიძე "ღამის მთავარში" და ამის მაგალითად გაზაფხულზე, იპოდრომზე, მისი დაჯარიმება მოიყვანა,
"გირჩის" ლიდერის თქმით, მთავრობის გამოცხადებული შეზღუდვების გამო "გუდაური ჩერნობილს ჰგავს" და ადამიანები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნენ.
ამავე თემაზე:
ზურა გირჩი ჯაფარიძე: ამ ქვეყანაში დედა გვაქვს ნატირები, მართლა - უნდა გავიხსნათ