კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს, 20 იანვარს ბრალს დაუზუსტებენ. ადვოკატები, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს საპატიმროებში მოინახულებენ და პროკურატურის პოზიციას გააცნობენ, რომელიც ბრალის ფორმულირებაში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. ადვოკატების თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ - რა ტიპის ცვლილებები შევა საქმეში, თუმცა ამ ეტაპზე ბრალის გადაკვალიფიცირება არ მოხდება.
"პროკურატურის ინიციატივით, ივერი მელაშვილს დაუზუსტდება ბრალდება, როგორც ჩვენთვის ამეტაპზეა ცნობილი, დაზუსტება შეეხება მხოლოდ ბრალდების ფორმულირებასა და შინაარს, ეს ცვლილება არ იქნება კვალიფიკაციის ცვლილება", - თქვა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
უფლებათადამცველების თქმით, პროკურატურა ბრალის დაზუსტებას 4 თვის შემდეგ აპირებს, თუმცა აქამდე ჩამოყალიბებული არ იყო თუ რას ედავებოდა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.
"გადაკვალიფიცირება მუხლის არ ხდება, რაც შეეხება შინაარსობრივ ცვლილებას, არ ვიცით, სანამ არ გავეცნობით მანამდე, შეიძლება იყოს ტექნიკური შესწროება, ან შესაძლოა მთლიანად საქმის შინაარსიც შეიცვალოს ბრალის ფორმულირებით", - ამბობს, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე.
13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.