
ამერიკის 46-ე პეზიდეტნის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება. ბაიდენი და მისი გუნდი თეთრ სახლში მუშაობას ოფიციალურად დღეიდან, 20 იანვრიდან შეუდგება. ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაა, სადაც ჯო ბაიდენის ინაუგურაცია და პრეზიდენტის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ინაუგურაციაზე განსაკუთრებული იქნება უსაფრთხოების ზომები, რომლებსაც დაახლოებით 25 000 ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი დაიცავს. 2017 წელს, ტრამპის ინაუგურაციის დროს მათი რიცხვი 8 000 იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
წესები შეიცვალა კორონავირუსის პანდემიის გამოც. ჯერ კიდევ კაპიტოლიუმის მოვლენებამდე ბაიდენის ინაუგურაციის კომიტეტმა სთხოვა მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად ეცადონ სახლში დარჩნენ რათა აირიდონ ხალხმრავლობა, რომ არ მოხდეს კორონავირუსის გავრცლება.
კაპიტოლიუმის შენობასთან სცენის მიმდებარედ 100 სკამია განთავსებული სადაც მიწვეული სტურმების სოციალური დისტანციით განთავსებას შეძლებენ. მათ უნდა ატარონ პირბადე და ასევე, ღონისძიებაზე დასასწრებად რამდენიმე საათით ადრე უნდა ჩაიტარონ კორონავირუსის ტესტი.

წყარო: BBC
ბაიდენს მხარდამჭერები პირისპირ ვერ დაინახავენ. დაცვა კი თეთრი სახლის გარშემო პერიმეტრსაც გააკონტროლებს, თავად შენობა კი რკინის ჯებირებშია მოქცეული. პარკის ტერიტორიაზე დამაგრებულია 200 000 დროშა, რომელიც სივრცეს შედარებით ავსებს.
46-ე პრეიზდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ის საპრეზიდენტო თვითმფრინავით, ფლორიდაში გაემგზავრება. შესაბამისად დაირვევა ტრადიცია, როდესაც მიმავალი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად, მომავალ პრეზიდენტს თეთრი სახლის კიბეებთან ხვდება და მას ოფისს ოფიციალურად აბარებს.
ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღეები ერთ -ერთი მთავარი პერსონაა. ასევე, წინა პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი.