თქვენ გვერდით ვართ - აქცია ციხესთან კარტოგრაფებისთვის ბრალის დაზუსტების წინ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ადვოკატებისა და საქმის გამომძიებლების თანდასწრებით სასჯელახსრულების დაწესებულებებში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალის დაზუსტების პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატების ინფორმაციით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ - რა ტიპის ცვლილებები შევა საქმეში, თუმცა ამ ეტაპზე ბრალის გადაკვალიფიცირება არ მოხდება.

ადვოკატები თვლიან, რომ ეს საქმე პოლიტიკუია, ხელისუფლებამ დაკავება იჩქარა და ახლა, დაკავებიდან 4 თვის შემდეგ ცდილობენ საქმეში დაშვებული ხარვეზები გაასწორონ. 

"ეს ფაქტი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ 4 თვის წინ როდესაც ეს ადამიანი დააკავეს, პროკურატურა არ იყო ჩამოყალიბებული რას ედოვებოდა, არამედ, მათი მიზანი იყო სახელდახელოდ დაეწყოთ გამოძიება, წაეყენებინათ ბრალი და გაეშვათ ციხეში", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. 

მისი თქმით, ფაქტობრივი გარემოების ან ზოგადად ფორუმილირების ცვლილება ცალსახად მიანიშნებს პროკურატურის პოზიციის სისუსტეს.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე კი ამბობს, რომ ბრალში რაიმე სახით "გარეჯის ფორმულირებას" ნაკლებად ელოდება. 

"ივანიშვილის განცხადება [დავით ხიდაშელთან დაკავშირებით] შეგვიძლია შევაფასოთ კიდევ ერთხელ ზეწოლად როგორც სასამართლოზე, ისე საგამოძიებო ორგანოებზე, როდესაც ის ადამიანი, რომლიდანაც ეს საქმე მომდინარეობს არის გმირად დასახელებული, ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ არ იყო კეთილი ნება და არ მოხერხდა ივანიშვილის დაკითხვა ამ საქმზე", - თქვა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ. 

რუსთავის ციხესთან აქციაზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ნატალია ილიჩოვას, ივერი მელაშვილს და სხვა პოლიტიკურ პატიმრებს მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი აცხადებენ, რომ კარტოგრაფები სინდისის პატიმრები არიან. 

"პირადი მძევლები არიან, ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი საქმე, რომელიც დღეს არის შეთითხნილი და მხოლოდ პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და მმართველი პარტიის სურვილის გამო, ამიტომ ჩვენ სოლიდარობისთვის მოვედი", - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 

ადგილზე მყოფმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ სურთ ხმა მიაწვდინონ ნატალია ილიჩოვას, რომ არცერთი წუთით არ ავიწყდებათ რამხელა უსამართლობის მსხვერპლია. 

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი