სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ციხეში არსებობს იერარქი პატიმართა შორის და იერარქიის ზედა საფეხრუზე მყოფი პატიმრები, რომლებსაც პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერა აქვთ სხვა პატიმრებს აშინებენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ პატიმართა დიდ ნაწილზე, რომლებიც არსებულ პრობლემებზე აღარ საუბრობენ. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
ლომჯარიას განცხადებით, პატიმრების დაახლოებით ნახევარი განთავსებულია ნახევარ ღია ტიპის დაწესებულებებში სადაც "მართვის ეს ტიპი" მუშაობს. მისი თქმით, 1 400-მდე საჩივარი მიიღეს გასული წლის განმავლობაში და მათგან მხოლოდ 4% მოდის ე.წ. ზონებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმრებს ეშინიათ მიაწვდინონ ხმა.
"როდესაც ჩვენმა წარმომადგენლება დაიწყეს (ვიტიები) ეს ჩარევა გამოიხატებოდა წლის განმავლობაში იმაში, რომ ჩნდებოდნენ ადგილზე გარკვეული ჯგუფი პატიმრებისა, რომლებიც არ აძლევდნენ ამ პატიმრებს ჩვენთან საუბრის საშუალებას. ეს იყო შესამჩნევი წინა წლებშიც, თუმცა უკვე ბოლო თვეებში ამ ჩარევამ მიიღო უკიდურესად სახიფათო და საშიში ფირმა, როდესაც ეს ადმიანები კონკრეტულად ემუქრებიან და აგრესიულად მიმართავენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და საერთოდ, აიძულებენ შეწყვიტონ მონიტორინგი", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, ციხეში არსებულ მოდელს "კრიმინალურ სუბკულტურას" არქმევს, რადგან პენიტენციურმა სამსახრუმა გარკვეული პრივილეგია მიანიჭა პატიმრებს, რომელთა მეშვეობითაც მიაჩნიათ რო იქ სიტუაციას აკონტროლებენ.
ლონჯარიას თქმით, მისი ბრიფინგის მთავარი სამიზნე ხელისუფლება, ისუტიციის სამინისტრო და პენიტენციური სისტემაა.