ჩემს გვერდით, ოპოზიციაში არა უპრიცნიპო ჩმორები, არამედ კაცები უნდა იდგნენ - ხვიჩია

გამოქვეყნდა:

"გირჩის განაყოფის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის მზადაა "ქართულ ოცნებასაც" ეკამათოს, თუმცა მის გვერდით ოპოზიციაში არა უპრინციპო და უპოზიციო "ჩმორები" არამედ კაცები უნდა იდგნენ. 

"მე არ ვციი რას ნიშნავს ოპოზიციის ოპოზიცია, მე ყველა ამორალური, მატყუარა და გადამდგები ადამიანის წინააღმდეგ ვარ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაში. მე ქართული ოცნებასაც მზად ვარ დავაკაჩავო, მაგრამ ზურგი უნდა მქონდეს და ჩემს გვერდზე ოპოზიციაში უპრინციპო და უპოზიციო ჩმორები კი არ უნდა იდგნენ, კაცები უნდა იდგნენ", - თქვა იაგო ხვიჩიამ. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მისთვის ძნელად წარმოსადგენია მან და ალეკო ელისაშვილმა მოლაპარაკებები ერთად როგორ უნდა გამართონ. მიუხედავად ამისა ამბობს, რომ საუბრის გაგრძელებას ყველასთან ინდივიდუალურად აპირებს. 

რაც შეეხება თავად "მოქალაქეების" ლიდერს, ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ "ოპოზიციასთან იწილო-ბიწილო" დაასრულა, მათ იციან რასაც აკეთებენ და უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმასაც გაასაჯაროვებენ. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარლამენტში რამდენიმე ადამიანის შესვლა მათთვის არაფერს ცვლის, ისინი მოთხოვნებში ერთიანობას ინარჩუნებენ. ოპოზიცია აპირებს პორცესები გააქტიურდეს და მათ თებერვლიდან ქუჩაში გადაინაცვლონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი