ზუგდიდში, დაკავების მცდელობისას, აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დაკავებები დაწყება სცადა, თუმცა იმის გამო, რომ აქციის ერთერთი მონაწილე - კახა კვეკვესკირი შეუძლოდ გახდა, არავინ დაუკავებიათ.  

აქტივისტებმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სახლის წინ კარავი გაშალეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა. 

"ვინც გააყალბა არჩევნები, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ეს არის მერი დ გუბერნატორი, - უნდა შეიქმნას იმის პრეცენდენტი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება, წავიდეს დათმობაზე"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტები ზუგდიდში ჩავიდნენ. ისინი აქციების ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ.  

მასალა ახლდება.

ავტორი: ირაკლი ბახტაძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი