ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით "პოსტკოვიდური სინდრომი" ამ ეტაპზე რთული გამოწვევა არაა და პაციენტებს შესაბამისი მკურნალობის მიღება შეუძლიათ. მისივე განცხადებით, ცოტახანში ცნობილი გახდება როგორი იქნება სახელმწიფოს გეგმა ამ მიმართულებით.
"ამ ეტაპისთვის ეს არ არის რთული გამოწვევა, ვინაიდან პაციენტები მიმართვიანობის მიხედვით იღებენ იმ შესაბამის დაფინანსებას და მკურნალობას სახელმწიფოსგან, რომელიც მათ ესაჭიროებათ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 60-მდე ბავშვი აღმოჩნდა მულტიორგანული ანთების სინდრომი (MIC), რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებული სინდრომია. მკურნალობის ხარჯებს სრულად სახელმწიფო დაფარავს.