ძებნილი ბადრი ესებუას ძმას ციხეში COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ, ძებნილი ბადრი ესებუას ძმას ციხეში COVID-19 დაუდასტურდა. ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარანტინი ამოქმედდა, ბიძინა ესებუასთან ერთად საკანში მყოფი 6 პირი იზოლაციაში გადაიყვანეს.

ბრალდებულის ადვოკატი, იოსებ ჯანაშია აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

"მას ტესტი აუღეს და დადებითი პასუხი აჩვენა. ამბობენ რომ დატესტილი ჰყავდათ განმეორებით და უნდა მიეღოთ დამატებით პასუხები. დაწესებულებაში არა მხოლოდ ბიძინა ესებუაა დაინფიცირებული კორონავირუსით. ეს არის ახალი არსებითი გარემოება, დაინფიცირებულია კორონავირუსით პირი, ეს გვაძლევს დაცვის მხარეს საფუძველს გამოვითხოვოთ აღნიშნული დოკუმენტაცია და სასამართლოს წინაშე დავაყენოთ შუამდგომლობა მისი აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე" - ამბობს იოსებ ჯანაშია 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ესებუას 14 დეკემბერს პატიმრობა შეეფარდა. მას ბადრი ესებუას ძმას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი