ისტორიისა და იმედის დღეა - ზურაბიშვილი ჯო ბაიდენს აშშ-ს პრეზიდენტობას ულოცავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პოსტის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს. ის მილოცვას Twitter-ზე აქვყნებს და წერს, რომ ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტს, კამილა ჰარისს მილოცვას ბრიუსელიდან უგზავნის. 

"ეს სიტორიისა და იმედის დღეა. მინდა გულწრფელად მივულოცო პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამილა ჰარისს. დღეს აშშ-ს როგორც მსოფლიოს ყველა დიდი დემოკრატიისა და თავისუფლების ქვაკუთხედის ლიდერობის პასუხისმგბელობა თქვენ ხელშია", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდეტნი ოფიციალურად გუშინ, 20 იანვარს გახდა. მისი ინაუგურაციის ცერემონიალი ვაშინგტონში გაიმართა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი