საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომზე საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყევტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საერთო გამარჯვებაა.

"დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!" - წერს გიორგი გახარია. 

სტრასბურგის გამარჯვებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა. მისი თქმით, სასაამრთლომ ჩვენი სახელმწიფო ამ ომში მსხვერპლად აღიარა, რაც დიდი მიღწევაა ქვეყნისთვის.

ცოტა ხნის წინ ცნობილი, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

  • წამების აკრძალვა - კონვენციის მე-3 მუხლი; 
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - კონვენციის მე-5 მუხლი;
  • მიმოსვლის თავისუფლება - კონვენციის, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი;
  • პირადი და ოჯახური ცოხვრების დაცულობის უფლება - მე-8 მუხლი;
  • საკუთრების უფლება - პირველი დამატებითი ოქმის პირველი ოქმი;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება;
  • ანათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლება. 
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი