ყინული  დაიძრა!..."სიმართლის  მთაზე  ცოცვა  არასდროსაა  ამაო" - კახა კალაძე

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა, დედაქალაქის მერი ფეისბუქით ეხმაურება.

კახა კალაძე წერს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაჩენამდე, მნიშვნელოვანია:

ეს  გადაწყვეტილება  არის  დიდი  გარღვევა  საერთაშორისო  ასპარეზზე  საქართველოს პოზიციონირებისთვის,  არის  მნიშვნელოვანი  ბერკეტი  დეოკუპაციისთვის.
ორი  სიტყვით  კი- ყინული  დაიძრა!  ასეა  ,,სიმართლის  მთაზე  ცოცვა  არასდროსაა  ამაო“.  არც  ის  დაგვავიწყდეს,  რომ  გამარჯვებას  ზრუნვა  უყვარს. 
წარმატებას  ვუსურვებ  ჩვენს  ქვეყანას  გამარჯვების  დიდ  გზაზე  და  მადლობა   ყველას,  ვისაც  ამაში  საკუთარი  წვლილი  შეაქვს! - წერს კალაძე

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილებულია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი