სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებას ორი პრეზიდენტი ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქართველ სამხედროებს აქამდე ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, ახლა ქვეყანას ამ გადაწყვეტილებას ულოცავს და მადლობას თეა წულუკიანს უხდის.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა და მთავარი არხის" ეთერში შეაფასა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის ომზე, ეს მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში "ქართული ოცნების ხელისუფლება სტრასბურგსა და ჰააგაში ყველანაირად ცდილობდა საქართველოს დავა წაეგო, დღევანდელი გადაწყვეტილება ჰააგასთვის მნიშვნელვანი წინაპირობა იქნება და ქართველი სამხედროების გამტყუნებას ხელს შეუშლის
საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანტად, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მე მინდა კერძოდ დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რემეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერის შეფასებით, ევროსასამართლომ დღეს თავის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინის რუსეთი დიდი საფრთხეა საქართველოსთვის. ამ გადაწყვეტილებას კი, გიგა ბოკერიას თქმით, ეფექტური პოლიტიკური გამოყენება სჭირდება, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც ბოკერია ამბობს, ამის არც კომპეტენცია აქვს და არც ნება.
სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა.