დავრეკე, ვთხოვე, ადამიანური საუბარი იყო, ამის გამო მადლობა და ვულოცავ - ნიკა გვარამია წულუკიანზე და სტრასბურგზე

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ, ისტორიულ გადაწყვეტილებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, რომელიც სარჩელის მომზადების დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო, სწორედ იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც იუსტიციის სამინისტროს გუნდი სარჩელს ამზადებდა.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მომზადება სწორედ ომის დღეებში, 8 აგვისტოს დილას დაიწყო:

იუსტიციის სამინისტრო იყო საომარ მდგომარეობაში, ომი მიმდინარეობს და ჩვენ ვწერთ სარჩელს. 8-ში დავიწყეთ ეს ამბავი, თეა წასული იყო იყო სტრასბურგში მივლინებაში, აქედან ვწერდით იქ, ის ასწორებდა..." ამბობს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, სარჩელი მზადდებოდა 2 სასამართლოსთვის - გაეროსა და სტრასბურგისთვის:

მინიმალური რაღაც გვჭირდებოდა შეგვეტანა, რომ მოგვეთხოვა დროებითო ღონისძება და ორივე სასამართლომ დაწერა, რომ შეჩერდეს საომარი მოქმედებები, ამას მივაღწიეთ სამ დღეში, ოღონდ ჩვენი სიცოცხლეები დავდეთ - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ამის შემდეგ თითქმის 1 თვე გაგრძელდა განხილვა მიიღებდა თუ არა დავას გაეროს სასამართლო მაშინ, როცა გადაწყვეტილებას როგორც წესი 5 დღეში იღებს.

ნიკა გვარამიას თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ, 8 ხმით, 7-ის წინააღმდეგ დასრულდა, თუმცა მაშინაც და ახლაც, გაეროში რუსეთის დიდი გავლენების გამო, გაეროს სასმართლომ საბოლოოდ რუსეთსა და საქართველოს დავის ერთმანეთში მოგვარება დაავალა.

ახლა კი, როცა სტრასბურგმა თავის გადაწყვეტილებაში პირდაპირ დაწერა - ეთნიკური წმენდა, ნიკა გვარამიას თქმით, საქართველო გაეროს სასამართლოს უნდა მიუბრუნდეს- "ეთნიკური წმენდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, ამით უნდა წავიდეთ გაეროში" - ამბობს ნიკა გვარამია.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს დღევანდელ გადაწყვეტილებას ულოცავს, მადლობას უხდის და ამის მიზეზსაც ხსნის. ნიკა გვარამიას თქმით, მაშინ, როცა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა, სარჩელზე სახელმწიფოს დაეხმარა და დროებით ღონისძიების მიღების პროცესი დააჩქარა:

გვჭირდებოდა ვინმე, ვინც შიგნით იყო და დაგვეხმარებოდა. დავრეკე, ვთხოვე, ძალიან ადამიანური საუბარი იყო, ძალიან ნორმალური ადამიანი იყო ხაზზე და ძალიან დაგვეხმარა. ამის გამო თეა წულუკიანს ვეუბნები მადლობას და ვულოცავ, მაგრამ არა იმისთვის მერე რაც მოხდა - ამბობს ნიკა გვარამია "დღის სტუმრის" ეთერში.

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილებულია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი