როგორც პროფესიულად, ისე მორალურად ეს განცხადება იყო უღირსი - ლომჯარია სუბარზე

გამოქვეყნდა:

ყოფილი ომბუდსმენი და "ქართული ოცნების'' დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ინფორმაცია ციხეში კრიმინალური სუბკულტურის გავლენების არსებობაზე ტყუილია და ნინო ლომჯარია დაუსაბუთებელად საუბრობს. 

"როცა სახალხო დამცველი აკეთებს რაიმე ტიპის განცხადებას მას უნდა ჰქონდეს საბუთი, განსაკუთრებით, როცა ესეთ ბრალდებაზე ლაპარაკი, როგორიც არის სუბკულტურის, კანონიერი ქურდების თუ ვიღაც ავტორიტეტების მიერ გავლენები და მართვა ციხეების, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი", - ამბობს სოზარ სუბარი. 

სახალხო დამცველის თქმით, კი სუბარის ბრალდებები უღირსია, რადგან მან თავადაც კარგად იცის რა ხდება ციხეებში. 

"როდესაც ხარ ყოფილი სახალხო დამცველი და საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი რას ნიშნავს შენი საქმიანობის გამო გექმნებოდეს ფიზიკური საფრთხე მე ვფიქრობ, რომ სულ მცირე უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გამოემჟღავნებინა მას... ვიტყოდი, რომ როგორც პროფესიულად, ისე მორალურად ეს განცხადება იყო უღირსი. დარწმუნებული ვარ ის პირველ რიგში არის ინფორმირებული მართვის ამ უკანონო სისტემის თაობაზე", - ამბობს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოზარ სუბარმა ლომჯარია იმავე თემაზე გააკრიტიკა და თქვა, რომ მისივე თქმით, სახალხო დამცველი არ არის ნაზი ყვავილი, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი