ბაღდადის ცენტრში მომხდარი ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია აისისმა აიღო. ადგილობირივი მედიის ინფომაციით აფეთქება ცენტრალურ მოედანზე ორმა თვითმკვლელმა მოაწო - ბოლო ინფომაციით 32 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
"ერთი შეიარაღებული პირი მოვიდა, ძირს დაეცა და დაიწყო იმის ძახილი, რომ მუცელი სტკიოდა. შემდგომ, ხელი მოუჭირა ასაფეთქებელ საშუალებას, რომელიც მაშინვე აფეთქდა", - ამბობს ერთერთი თვითმხილველი.
აფეთქების შედეგათ დაშავებული რამდენიმე ადამიანის მდგომაროება მძიმეა, რის გამოც შესაძლებელია მსხვერპლი გაიზარდოს. მომხდარს გამოეხმაურა ერაყის ეროვნული პოლიციაც და ტერორისტებს ჩადენილი დანაშაულის გამო მკაცრი სასჯელით დაემუქრა.