სავაჭრო და კვების ობიექტების თანამშრომლები, მასწავლებლები - ვისი გატესტვა იქნება სავალდებულო

გამოქვეყნდა:

ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად მთავრობამ თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლი დააგდინა. პროტოკოლი მოიცავს თანამშრომელთა გარკევული რაოდენობების ტესტირებას შესაბამისი პერიოდულობით.

  • ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტეტირება;
  • კვების ობიექტებისთვის 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50%-ის ტესტირება;
  • სკოლების გახსნის პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების სისტემურ ტესტირებს 2 კვირაში ერთხელ.

ცქიტიშვილის განცხადებით, ბიზნესს პირველ მარტამდე საშუალება ექნება საკუთარი თანამშრომლები უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯით გატესტოს. ამისთვის ისინი უკვე დღეიდან შესაბამის პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი