ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლეს საშუალება ექნებათ თავიანთი თანამშრომლები კორონავირუსზე სახელმწიფოს დაფინანსებით დატესტონ. მისი თქმით, ამისათვის დღეიდან, ბიზნეს წარმომადგენლები სპეციალურ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.
ბიზნესისთვის ინტენსიური ტესტირების ფარგლებში თანამშრომლების დატესტვა უფასო პირველ მარტამდე იქნება.
"ამ ეტაპზე, ჩვენ როგორც იცით ვახორციელებთ ინტენსიური ტესტირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს ტექნიკური საშუალება და ფინანსურიც შესაბამისად, 20 000 ტესტი ჩავატაროთ დღეში. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდით, რომ ბიზნესის გახსნასთან ერთად, ეს რაოდენობა არ აღემატება მნიშნველოვნად 20 000–ს დღეში, ჩვენ შევძლებთ, რომ ამავე ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ვუზრუნველყოთ, დავეხმაროთ ბიზნესს, იმისთვის, რომ მათ მოახდინონ ადაპტაცია არსებულ რეალობაში და მთელი თებერვლის გათვალისწინებით, დღეიდან პირველ მარტამდე, ბიიზნესს ექნება საშუალება, ამავე ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით უფასოდ მიიღონ ტესტირება, ჩვენს ტესტირების ცენტრებში, სრული ბიუჯეტი ამ ეტაპზე არ არის დათვლილი, ამის დათვლაც, რამდენი კონკრეტული ადამიანი იქნება დროის ამა თუ იმ მონაკვეთში არ არის მარტივი, მაგრამ ამასთან ერთად ის გათვლები რაც ჩვენ გვაქვს, გვაძლევს საშუალებას, რომ ეს იქნება დღეში 20 000 ტესტის ფარგლებში" – ამბობს მაია ცქიტიშვილი.
ამავე თემაზე: