ზურაბიშვილის ჩვენება - პრეზიდენტი სადაო მონაკვეთებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობას უარყოფს 

გამოქვეყნდა:

დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხული საქართველოს პრეზიდენტი სადაო მონაკვეთებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობას უარყოფს და სრულ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. პრეზიდენტმა, რომელმაც პროკურატურას ჩვენება გამოძიების დასრულბამდე ცოტა ხნით ადრე, 12 იანვარს მისცა, ვერ გაიხსენა ტერიტორიების გასხვისების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფაქტი და ჩვენებაში თქვა, რომ არ გამორიცხავს ამგვარი შეთანხმება მიხეილ სააკაშვილსა და ალიევს შორის პირისპირ შეხვედრის დროს შემდგარიყო.

პრეზიდენტის ეს ჩვენება, რომელიც 2006 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა პირდაპირი დასტურია, რომ გამოძიების მთავარი მიზანი ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენაა. საქმე კი, რომელის დაწყებაშიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ცალსახაა, მხოლოდ საქართველოს აზიანებს. 

სამართლებრივად კი არც სალომე ზურაბიშვილის ჩვენება და არც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული აუდიო ვიდეო ფაილები კარტოგრაფების დანაშაულს ვერ ამტკიცებს. ადვოკატების თქმით,  პროკურატურის მტკიცებულებები რაც მათ გადაეცათ ვერც ყოფილი მაღალჩინოსნების ან მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს. 

28 საათიანი ფარული ჩანაწერიდან დამონტაჟებული ნაწილის გამოქვეყნების მიზანი ერთადერთია, პროკურატურის პროპაგანდა, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

დღეს ადვოკატებმა და პოლიტიკოსებმა ევროპელ დეპუტატებს ონლაინ კონფერენციის დროს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. ევროპარლამენტარებთან მეცნიერების ადვოკატებმა საქმის აბსურდულობაზე ისაუბრეს. მმართველ გუნდში კი ამ ყველაფერს ოპოზიციის მანიპულაცია უწოდეს და არც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას მორიდებიან. 

გარეჯის საქმეზე კარტოგრაფების ნაწილში დავით გარეჯის საქმეზე საგამოძიებო ნაწილი დასრულდა. ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურაში ჩააბარეს მტკიცებულებების ტომები, რაც მათი თქმით, მეცნიერების უდანაშაულობასა და უკანონო პატიმრობას ადასტურებს. სასამართლო პროცესი 28 იანვარს არის ჩანიშნული, არ არის გამორიცხული სხდომის გამართვამდე ბრალდებულის სკამზე ის მაღალი თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ, რომელთა კვალზეც პროკურატურის მტკიცებით შოთაძის უწყება უკვე გასულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი