თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს - აქცია შეზღუდვების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

"როგორც ქართველი მოსახლეობა ყავთ ჩაკეტილი ხელისუფლებას ისე ჩავკეტავთ ყველა გასასვლელს" -  თბილისის მერიასთან აქტივისტები, "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" წარმომადგენლები და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. 

მათ მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით გადაკეტეს, ლოზუნგით, მოიხსნას ქვეყანქში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები. 

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და ეუბნებიან, რომ ქვეყანაში მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში უწევს ცხოვრება როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ისინი სწრაფ რეაგირებას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელიც აქციის მონაწილეებს შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლას სთხოვს.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 24 იანვარს და ზეგ, 25 იანვარს თბილისში შეზღუდვებს სხვადასხვა აქციებზე გააპროტესტებენ. მოქალაქეები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სასწავლო დაწესებულებების გახსნას და კომენდანტის მოხსნას ითხოვენ. შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძეც შეუერთდებიან.

ავტორი: დავით ებანოიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი