"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, იმ ფაქტში, რომ თბილისის აეროპოტში დღეს გაფრენის საშუალება არ მისცეს ორი მიზეზეი შეიძლება იყოს, პირევლი "პოლიტიკური დევნა" და მეორე, "ქოცური" მიდგომა, რომ ვიღაც უნდა გააღვიძო, შეუთანხმო საზღვრის კვეთა, და შემდეგ დატოვო ქვეყანა.
მისი შეფასებით, თუ სისტემა ასე იმართება ეს ქვეყნისთვის კიდევ უფრო კატასტროფულია. ამ თემზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. უგუალავამ აღნიშნა, რომ მესაზღვრის პასუხს ერთი საათის განმავლობაში ელოდა.
"მე მითხრეს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებულია. [ გადაადგილების უფლება] რეისები პრაქტიკულად არ არის, ხვალ თუ ვერ მოვახერხე წასვლა, აუცილებლად შევუერთდები აქციას, რომელიც რეგულაციების შემსუბუქებას და მხოლოდ გონივრული რეგულაციების დატოვებას ითხოვს. ქვეყანა ჩაკეტილია, რეისები ისედაც არის, შესაბამისად ბილეთები ღირს საკმაოდ ძვირი, ადამაინს აყიდინებ ბილეთ, მერე ესეთ რაღაცას გაუკეთებ და რა, ვინმე კონპენსაციას გიხდის?! გეტყვიან სისტემაა ესე მოწყობილი, ზუსტად დამახასიათებელია, როცა რეჟიმს ბრუტალურად არ უნდა მოიქცნენ", - თქვა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, მას სასამართლოს მხრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესებული არ აქვს და ამბობს, რომ ამ "მოჯადოებულ წრეს, მაინც გაარღვევს".
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს და საზღვარზე არ გაუშვეს. მან ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბფირინგი გამართა და თქვა, რომ როგორც გაარკვია, არსებობს ბაზა, სადაც ოპოზიციის ყველა ლიდერია შეყვანილი, ვისზეც სამქე აღძრულა. მისი თქმით, დილის 6 საათზე ვერავის გაღვიძება შეძელს, რომ გაერკვიათ როგორც ამ ბაზაში მყოფ პირს, ჰქონდა თუ არა გადაადგილების შეზღუდვა.
უგულავამ საქმის შესწავლა სახალხო დამცველს სთხოვა.