მოსკოვში, ქმრის მხარდამჭერ აქციაზე, ნავალნის ცოლი პროტოკოლის უგულებელყოფით დააკავეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვში მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით "თავისუფლება ნავალნის", რუსულმა პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია დააკავეს. ქუჩაში მყოფ იულიას პოლიციელებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ დაკავებულია, ხოლო შემდეგ, იქაურობას გაარიდეს იმის მიუხედავად, რომ იულია ნავალანიას ადვოკატი პროტოკოლის დაცვას (უფლებების წაკითხვა, ოქმის შედგენა) მოითხოვდა. ნავალნის ცოლის დაკავების ამსახველი ვიდეო "ტვიტერზე" ნავალნის მხარდამჭერმა ჯგუფმა გაავრცელა. 

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიც დაკავებულია. ის მაშინვე დააკავეს, როგორც კი მოსკოვში ჩაფრინდა

დღეს, 23 იანვარს კი, ნავალნის მხარდამჭერი აქციები როგორც მოსკოვში, ასევე რუსეთის სხვა ქალაქებში გაიმართა. აქციის მონაწილეებს პოლიცია დაუპირისპირდა და სხვადასხვა ქალაქში, ადმინისტრაციული წესით, 60-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი