ერთი კაცის პროტესტი პარლამენტის წინ - ბექა გოლიაძე მთავრობას სარესტორნო და ტურისტული სექტორის დახმაერებას სთხოვს.
"შველას ვითხოვთ მცირე და საშუალო ბიზნესის ერთი პატარა წარრმომადგენელი ვარ. ჩვენს უკნა ჩვენი ოჯახებია, ყველაფერი დალომბარდებული,, ყველაფერი გაყიდული, მოვიტანეთ დღემდე თავი. ფიზიკურად ხვალინდელი დღის მეშინია, გაღვიძების მეშინია, ცოლ-შვილს თვალებში ვერ ვუყურებ, იმიტომ, რომ გამოსავალს ვერ ვხედავს. პატარა ბიზნესისთვის არავის არ სცხელა, გადაგვაყოლეს თავის სკამებს", - ამბობს ბექა გოლიაძე, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი.
საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც მთავრობას ფიტნეს კლუბების წარმომადგენლებმაც სთხოვეს მუშაობის უფლების მიცემა.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების გასაპროტესტებელი აქციები დღეს, 23 იანვარს თბილისის რამდენიმე წერტილში ერთდროულად გაიმართა.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 24 იანვარს და ზეგ, 25 იანვარს თბილისში შეზღუდვებს სხვადასხვა აქციებზე გააპროტესტებენ. მოქალაქეები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სასწავლო დაწესებულებების გახსნას და კომენდანტის მოხსნას ითხოვენ. შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძეც შეუერთდებიან.