მსოფლიოში 63 მლნ. ადამიანი უკვე აიცრა - ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად ისრაელში მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ვაქცინით მსოფლიოს მასშტაბით 63 მილიონი პირი უკვე აიცრა. ყოველდღიურად იმუნიზაციაში, დაახლებით, 3.21 მილიონი ადამიანი ერთვება, 56 ქვეყნიდან. მონაცემები Bloomberg-მა შეაგროვა.

მხოლოდ აშშ-ში, სადაც ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო, აცრილთა რაოდენობა 21.1 მილიონს აღწევს - მედიკოსთა დიდმა ნაწილმა პროცესში მონაწილეობა უკვე მიიღო. 

[რაც უფრო მუქია მწვანე ფერი, იმ ქვეყანაში მეტი ადამიანი იცრება]

რაც შეეხება ვაქცინაციის სისწრაფეს (ყოველ 100 მოსახლეზე გაანგარიშებით), ამ მხრივ კვლავ ისრაელი ლიდერობს, სადაც, 23 იანვრის მონაცემებით, აცრილთა რიცხვი 3.4 მილიონია. მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ბაჰრეინი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 71 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი