გაუქმდეს კომენდანტის საათი და აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ლაშა ჩხარტიშვილი

გამოქვეყნდა:

გაუქმდეს კომენდანტის საათი და აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ამ და სხვა მოთხოვნებით ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სოლიდარობის" ხელმღვანელმა ლაშა შუკაკიძემ კიდევ ერთი აქცია დააანონსეს.

"ბოლო გადაწყვეტილებით ივანიშვილის რეჟიმმა დაამტკიცა, რომ ის კოვიდეპიდემიის მართვის ნაცვლად ახორციელებს კოვიდ მაროდიორობას, კოვიდ საშიმშილო გენოციდს და ვირუსზე მეტად ებრძვის ადამიანებს თავისი კორუფციული თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად ჩვენ ვუერთდებით ყველა აქციას", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი. 

აქვე გეტყვით, რომ ამ წუთებში შეზღუდვების გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია კანცელარიასთან მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48 საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი