საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებმა იმატა

გამოქვეყნდა:

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე ძალადობის მსხვერპლ ქალთა ზარებმა განსაკუთრებით იმატა. „საფარში“ ბოლო ათი დღის განმავლობაში 50-ზე მეტმა ქალმა ითხოვა შველა. ერთი ასეთი მსხვერპლი დღეს ექსპერტიზაზე იყო მისული. მას ტვინის შერყევის მწვავე ფორმა აქვს. ახალგაზრდა ქალზე ნასვამმა ძმამ იძალადა.

არიან ისეთები, ვინც პოლიციაში დარეკვასაც ვერ ახერხებენ, რადგან ოჯახის მოძალადე წევრი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ უფრო იშვიათად გადის სახლიდან. მსხვერპლს და მოძალადეს ერთ სივრცეში იმაზე მეტხანს უწევთ ერთად ყოფნა, ვიდრე აქამდე. ბოლო ათ დღეში ფიზიკურის გარდა, იმატა სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებმაც.

უფლებამდამცველების განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამო დროულად ვერც გამოძიებას ახერხებენ, რაც მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს ქმნის. უფლებამდეცველები პოლიციას ურჩევენ, რომ გაითვალისწინოს მსხერპლის მძიმე მდგომარეობა, მით უმეტეს მას შემდეგ რაც კომენდანტის საათიც ამოქმედდა.

კორონა ვირუსის საფრთხის გამო ახალი რეალობის წინაშე დადგნენ უფლებამდაცველებიც და დაზარალებულებიც. მათი შეფასებით, პოლიციის განყოფილებებში ვერ ხერხდება დისტანციისა და უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზეზით იქ მისვლას ადვოკატებიც და მსხვერპლიც თავს არიდებენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომაგდენლების აზრით, საჭიროა მათ დისტანციურად მუშაობის შესძლებლობა მიეცეთ, რაც საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაიცვან ძალადობის მსხერპლთა უფლებები.

უფლებადამცველების შეფასებით, პანდემიის დროს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა დამატებითი გამოწვევაა, რასაც სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს. საჭიროა,  პოლიციის თანამშრომლებს მსხვერპლთა დასაცავად შესაბამისი ინსტრუქცია მიეცეთ.

კიდევ ერთი პრობლემა რაზეც უფლებამდაცველები საუბრობენ, თავშესაფრებს ეხება. სამოქალქო სექტორი ითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა შეიმუშაონ პროტოკოლი, თუ როგორ ხდება თავშესაფარში მყოფ და ახალმისულ მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვა კოვიდ 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

ასევე, მშობლის დაინფიცირების შემთხვევაში, როგორ დაიცავენ თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს. სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ აუცილებლეია გააქტიურდეს ფისიქოლოგიური მომსახურებაც, რადგან ასეთ იზოლაციაში, მით უმეტეს კომენტანტის საათის პირობებში, ფსიქოლოგიური პრობლემა შესაძლოა არამოძალადე ადამიანებსაც შეექმნებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი