საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების აზრით, მარია კალიურადის მიერ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადება კიდევ ერთი დასტურია რუსეთის ოკუპაციის და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის.
"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აძლიერებს საქართველოს პოზიციებს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს ამ განცხადებიდანაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენს პოზიციას ამყარებს. ამიტომ პოლიტიკურად მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის ჩვენ, რომ ოკუპაციის გამო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს", - ამბობს დავით სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი მარინა კალიურადი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გამოეხმაურა და თქვა, რომ "რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება".
აქვე გეტყვით, რომ 21 იანვარს ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ - რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილებულია.