NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის საქართველოს მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევოკავშირის წევრი - მისაღებია, 12%-ისთვის კი მიუღებელი.
საქართველოს ნატოში გაწევრიანებას კი მოსახლეობის 74% უჭერს მხარს და 16% ეწინააღმდეგება.
ამავე კვლევიდან:
ცნობისთვის, NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.