ნიჰილიზმი, ლოქდაუნი და არასწორი პოლიტიკა - პოლიტიკური და ეკონომიკური შეფასებები NDI-ის კვლევაზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიზეზი, რის გამოც NDI-ის კვლევებში გამოკითხულთა უმეტესობისთვის მთავარ პრობლემებად უმუშევრობა და სიღარიბე რჩება, არასწორი პოლიტიკა და 1-წლიანი ლოქდაუნია. 

მათი თქმით, ხელისუფლებას კრიზისიდან თავის დაღწევის სამოქმედო გეგმა არ აქვს, ეს კი მეტად გააღრმავებს მიმდინარე პრობლემებს. 

  • "საქართველოში არსებული პრობლემები აქტუალურად რჩება - უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, ინფლაცია. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, 8-წლიანი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, მეორე მხრივ, ის, რომ ქვეყანა თითქმის 1 წელია ჩაკეტილია. ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის გახსნაა", - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.
  • "პანდემიამ და თანმდევმა პრობლემებმა გააუარესა ხალხის ეკონომიკური მდგომარება. ერთადეთი იმედი შეიძლება არჩევნების გზით ცვლილება ყოფილიყო, თუმცა შედეგმა მეტად გააღრმავა კრიზისი", - ამბობს გიორგი კეპულაძე

თავის მხრივ, NDI-ის კვლევის პოლიტიკური შეფასებისას ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა თავს არიდებს გამოკითხვებს, რამაც შედეგებში მთავრობის ოპონენტების შემცირებული რეიტინგი განაპირობა. 

  • "კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანა მიტოვებულია და მთავრობა ვერ ახერხებს პრობლემების მოგვარებას. კვლევები საყოველთაო ნიჰილიზმს ასხივებს", - თქვა "ენმ"-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
  • "ეკონომიკური გარდატეხები თუ არ მოხდა, ამ მდგომარეობას ვეღარ გავუძლებთ", - ამბობს "ლელოს" წევრი, ფიქრია ჩიხლაძე.

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი კი ამბობს - "უმუშევრობას გიდასტურებთ, რომ ძალიან მძიმეა. ეს მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ყველაფერი აღმავლობით წავა".

აქვე იხილეთ: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი