საქართველოში პოლიტიკური კლიმატი საკმაოდ დაძაბული იყო - ტონი კოქსი საპარლამენტო არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში პოლიტიკური კლიმატი საკმაოდ დაძაბული იყო - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ნიდერლანდების წარმომადგენელმა, ტონი კოქსიმ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ისაუბრა.  

"საქართველოში პოლიტიკური კლიმატი საკმაოდ დაძაბული იყო. დაძაბული მდგომარეობა შეინარჩუნა, როგორც არჩევნების წინ ასევე ხმის მიცემის დროს და მის შემდეგაც. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებით არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში, ფუნდამენტალური უფლებების დაცვით ჩატარდა. მიუხედავად ამისა აქტიურად საუბრობდნენ ამომრჩევლის ზეწოლის ფაქტზე, სახელმწიფოსა და მმართველ ძალას შორის გამყოფი ზოლის წაშლაზე, რამაც საბოლოო ჯამში საზოგადოების მხრიდან გარკვეულ საკითხებზე ნდობის შემცირება გამოიწვია", - ამბობს ტონი კოქსი 

ევროდეპუტატმა ლიეტუვადან, ანდრიკინე ლაიმმა 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდ არჩევნებად შეაფასა. 

საპარლამენტო ასამბლეის სხვა წევრებმა საქართველოში არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღევევბის შესახებაც ისაუბრეს და "ქართული ოცნების მთავრობას" არსებული მდგომაროების გამოსწორებისკენ მოუწოდეს.

ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მთავრობა ვალდებულია არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს, ხელი შეუწყოს დემოკრატიული პრინციპების დაცვას, გაატაროს სასამართლო რეფომები და გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოაგდების მიერ გაცემიული რეკომენდაციები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი