ხელისუფლებამ ოპოზიციას მანდატის შეწყვეტის ულტიმატუმი კიდევ ერთხელ განუხანგრძლივა.
ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის და პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ხელისუფლებას მოუწოდებს მანდატების შეჩერების გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.
ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ყველა შესაძლებლობას მისცემენ, რომ საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ.
"ყველა შესაძლებლობას მივცემთ საპარლამენტო ოპოზიციას ბოლომდე იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა, ჩვენი სურვილი და მოლოდინი არის ის რომ ოპოზიციის უმრავლესობა ორ თებერვლამდე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს საქმიანობა" – ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი გურამ მაჭავარიანი
ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მმართველი პარტია ერთ კვირაში იმსჯელებს.
ამავე თემაზე: