გლდანის N8 და ქსნის N15 დაწესებულებებში კორონავირუსი 78 პატიმარს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ისუტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცახდებით, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროცესი მიმდინარეობს, რის შედეგადაც, გლდანის მე-8 და ქსნის მე-15 დაწესებულებაში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა. უფრო ზუსტად -  გლდანის ციხეში 38, ქსანში კი 40 შემთხვევა გამოვლინდა.

ლორთქიფანიძის თქმით, გლდანის ციხიდან 8 პატიმარს გამოვლენილი აქვს სიმპტომები და ისინი სამოქალაქო კლინიკაში არიან გადაყვანილნი, ხოლო 30 უსიმპტომოა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. ქსნის ციხიდან კი 40-ვე პაციენტი უსიმპტომოა და მათი ჰსოპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. 

"თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოვლინდა სიმპტომი, მყისიერად, ისინი გადაყვანილნი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. რა თქმა უნდა, იზოლირებულები არიან მათი კონტაქტები. ამ ეტაპისთვის, კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს", - თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ. 

მისი თქმით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური ტესტირების პროცესი თვის ბოლოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია.  სწორედ ამ მიზეზით, ისინი შეზღუვდების კიდევ უფრო შემსუბუქებას, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას და საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ, რაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 050 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი