პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და თუ არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე ჭორაობის გარდა არაფერია. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

"უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე - თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს", - თქვა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, მათთვის დასაბუთებული არგუმენტია დადებითობის მაჩვენელები, რომელიც თუ 4%-ზე მეტია ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე და ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი