პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მთავრობას მოუწევს გადადგას განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნაა. ამ თემაზე მან საკოორდინაციოს საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც, ჩვენ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4% რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ თუ უახლოეს ერთ კვირაში თბილისში დადებითობის მაჩვენებლი 4%-ს ჩამოცდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე დაიწყება საუბარი.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 050 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.