2.000 ლარიანი გირაო და დეპუტატთან სიახლოვის აკრძალვა - ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ფანგანის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2.000  ლარიანი გირაო შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი ფანგანს, გირაოს გადასახდელად 40-დღიანი ვადა მისცა და ამასთან, დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება აუკრძალა მანამ, სანამ საქმის განხილვა საბოლოოდ დასრულდება. 

ირაკლი ფანგანის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უარს ითხოვდა. ადვოკატის თქმით, არ მტკიცდება, რომ ფანგანმა დანაშაული ჩაიდინა, რასაც თავად ფანგანიც ამბობს:

"ეს მე იმიტომ გავაკეთე, რომ მან ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა, დღე და ღამე, სამი თვეა იქ ვდგავართ, აქციებს ვატარებთ, ყინვაში, თოვლში წვიმაში, ამ ადამიანმა გამოიარა შეურაცხყოფა მიაყენა ყველას და მეც ავიღე და დავაყარე ნაგავი თავზე" – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფანგანი

შეგახსენებთ,ირაკლი ფანგანმა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვლს ნაგავი გადააყარა. პროტესტის მიზეზი კი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დატოვა და უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

ფანგანი პროკურატურამ ბრალის წაყენების შემდეგ გაათავისუფლა – მხარში რომ არ დამდგომოდნენ, გარეთ არ ვიქნებოდი - ფანგანის პირველი კომენტარი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი