
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
დოკუმენტი, რომელიც წევრ ქვეყნებს ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდებს, 105 ხმით 20-ის წინააღმდეგ რამდენიმე საათის წინ დამტკიცდა.
რეზოლუციაში "საქართველო რუსეთის წინააღდმეგ" საქმეზე გამოტანილი განაჩენია ნახსენები და ხაზგასმულია, რომ ტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სულ მცირე 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სამი თვის ვადაში 10 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია, რომ "1 369-ე სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა კომპენსაციის ჯერ კიდევ გადაუხდელობასთან დაკავშირებით" და მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დარიცხულ ჯარიმებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ - რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილებულია.