პარლამენტი მანდატების გაუქმების პროცედურას შალვა ნათელაშვილით და ლევან ხაბეიშვილით იწყებს 

გამოქვეყნდა:

პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას ხვალდან იწყებს.

27 იანვრის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავენ, ხოლო 28 იანვრის სხდომაზე დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ 51 ოპოზიციონერი ითხოვს.

მანდატების გაუქმების შესახებ გუშინ, 25 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროცესი 2 თებერვლიდან დაიწყებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა 7-მა ოპოზიციურმა პარტიამ "ქართულ ოცნებას" ერთობლივი წერილით მიმართა და მოუწოდა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი