რატომ არ ფიგურირებდა ბაიდენი-პუტინის საუბარში საქართველო - შეფასებები სატელეფონო დიალოგის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარში საქართველო არ ფიგურირებდა - ეს საკითხი არ გამხდარა სატელეფონო დიალოგის თემა, სადაც ორი ქვეყნის მეთაურმა მთელი რიგი მწვავე საკითხებისა განიხილეს. 

რატომ ვერ მოხვდა საქართველოს საკითხი ორი ლიდერის საუბრის თემებში - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს ქართული ოცნებისა და პირად ბიძინა ივანიშვილის "არგაღიზიანების პოლიტიკის" შედეგია, რომლის მიხედვითაც ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია რუყსეთის მიერ, საერთაშორისო დღის წერიგში ვერ ხვდება. 

"ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა არის შანსი საქართველოსთვის, მაგრამ ამ შანსს უნდა გამოყენება და ეს ხელ;ისუფლება ამ შანსს ვერ გამოიყენებს, რადგან აშშ-ში საქართველოს ელჩი დაკავებულია ამ ხელისუფლების გათეთრებით", - ამბობს თინა ბოკუჩავა, ენმ-ის წარმომადგენელი. 

"მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს საკითხის ხსენების დეფიციტი არ არსებობს, "ქართული ოცნება" აკეთებს მაქსიმუმს, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ყველამ, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც", - აცხადებს მმართველი პარტიის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ბაიდენ-პუტინის საუბრის სხვადასხვა ვერსია გამოაქვეყნეს

ვაშინგტონის ცნობით, ბაიდენმა პუტინს შეახსენა ჰაკერული შეტევები, რომლითაც რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, ასევე, ნავალნის მოწამლვასთან დაკავშირებული საკითხები და უკრაინის სუვერენიტეტის თემა. 

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნავალნის გვარი და სხვა მწვავე საკითხი საერთოდ არაა ნახსენები, თუმცა ხაზგასმულია, რომ "საუბარი მიმდინარეობდა საქმიან და გულახდილ ატმოსფეროში". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი