ანა ნაცვლიშვილი გელათის რეაბილიტაციის საკითხებზე დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს

გამოქვეყნდა:

გელათის მონასტრის რეაბილიტაციის საკითხზე ლელოში პრესკონფერენცია გაიმართა.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დაჯარიმებული კომპანია, რომლის დაუდევრობასაც ეწირება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, კვლავ ჩართულია სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

"ვაწარმოებ დამოუკიდებელ გამოძიებას გელათთან მიმართებაში, მე გამოვითხოვე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან და ყველა მათგანი არის საჯარო. მნიშნველოვანი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და ხელმძღვანელობის ქვეშაც მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ხარვეზიანად ჩატარდა და უმძიმესი შედეგი დადგა, ასევე ფიგურირებენ ახალ შემსრულებელ კომპანია "ბაგინეთი +" –ში. რჩება ძალიან მნიშნველოვანი კითხვები კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან მიმართებაში და ამ კითხვეზე საჯარო პასუხები ჩვენ არ მოგვისმენია" – ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი

ამავე თემაზე:

 გელათში ვითარება საგანგაშოა, ხელისუფლებას კი კომპლექსის გადარჩენის გეგმა არა აქვს

გელათის 70% ისევ თუნუქის ფირფიტებშია მოქცეული - ადგილზე სამუშაოები გრძელდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი