რესტორნები მაღალი რისკის შემცველია - ცქიტიშვილი

გამოქვეყნდა:

ვიცეპრემიერ ცქიტიშვილის თქმით, რესტორნების გახსნა მაღალი რისკის შემცველია და ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები იმ სფეროში შეამსუბუქოს, რომელიც შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია.

სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ნაკლები საფრთხის შემცველი სექტორისგან, როგორიც არის, მაგალითად სავაჭრო სექტორი. როგორც კი ამ პროცესს ყველანი ერთად წარმატებით გავივლით, დამერწმუნეთ, სარესტორნო სექტორსაც და ტურიზმსაც ექნება საშუალება, სრულად აღდგეს“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

სფეროს წარმომადგენლების ოთხი მოთხოვნიდან: შაბათ-კვირას მუშაობის უფლება, საზ. ტრანსპორტის აღდგენას, ქონების გადასახადის შემცირებასა და ელექტრო ენერგიის სუბსიდირებას - არცერთი დაკმაყოფილდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი