კარტოგრაფების სასამართლო სხდომა დღეს ჩატარდება - პროცესის პარალელურად აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლო დღეს, სინდისის პატიმრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვას განაგრძობს - ეს სასამართლო სხდომაა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ, ფარული თვალთვალისა და მიყურადების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა. პოლიტიკური საქმის მეორე რაუნდი, სავარაუდოდ ამ ჩანაწერებსაც დაეთმობა.

დაკავებულების ადვოკატები პროცესზე კარტოგრაფების გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

"დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ერთადერთი სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილება სასამრთლოს მხრიდან ჩვენი აზრით იქნება შუამდგომლობის დაკმაყოფილება. მოლოდინი არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი საქმეა ის,რ აც უდნა გავაკეთოთ და ამას ვაკეთებთ - ვცდილობთ დავიცვათ უდანაშაულო ადამიანების ინტერესები იმ სასამართლოში, რომელიც სამწუხაროდ გვაქვს", - ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე. 

პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, მხარდასაჭერი აქცია სხდომის დაწყებისთანავე დაიწყება. 

"ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესის პარალელურად გაიმართება საპროტესტო აქცია და ამით მხარს დავუჭერთ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმრები არიან", -  ამბობს, "სირცხვილიას" აქტივისტი, გიორგი მჟავანაძე 

გიადვოკატებმა კარტოგრაფებს ფარული ჩანაწერები გააცნეს

შეგახსენებთ, რომ  21 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება დაასრულა და ის სასამართლოს გადასცა. საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც სახელმწიფოებს შორის დამტკიცებული არ იყო და წინააღმდეგობაში მოდიდოა ჩვენ ისტორიულ საზღვართან.

პროკურატურამ ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი