ევროსაბჭო დღეს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს, 28 ევროსაბჭო იმსჯელებს. დებატების გარდა, დაგეგმილია სპეციალურად მომზადებული პროექტის კენჭისყრაც, რომელშიც რუსეთი გაკრიტიკებულია ევროსაბჭოს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც და წერია, რომ "აღმოსავლეთ უკრაინის, ყირიმისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის, საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების მიუხედავად, სამწუხაროდ, პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა". ასევე, ასამბლეა გმობს რუსეთში "ავტორიტარული მმართველობის ტენდენციების გამწვავებას". ცალკე თავი ეთმობა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებას და რუსეთში საპროტესტო აქციების ჩახშობას. რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარია მეზენცევამ გაასაჩივრა, საქართველოს დელეგაციამ კი ამ საკითხს მხარი დაუჭირა.

"რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება, არის გარკვეული ჯგუფი დეპუტატების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების, რომელთან ერთადაც ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი და გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ. 

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს შეასრულოს ვალდებულებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი