ეს ადამიანები ახლა პოლიტიკური პატიმრობიდან პოლიტიკურ მძევლებში გადაინაცვლებენ, ამიტომ საზოგადოება არ უნდა გაჩერდეს, - ამის შესახებ მელაშვილი-ილიჩოვას სასამართლო პროცესზე მყოფმა ყოფილმა პოლიტპატიმარმა აკაკი ხუსკივაძემ განაცხადა.
" ეს ადამიანები ახლა პოლიტიკური პატიმრობიდან გადაინაცვლებენ პოლიტიკურ მძევლებში და ამითი საზოგადოება არ უნდა გაჩერდეს, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ქვეყანა პოლიტპატიმრების გარეშე და ის, რომ როცა მოუნდებათ, ამ ადამიანებს ან მე და აკაკი კობალაძეს უკან შეგვაბრუნებენ, ვიღაცის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და არც იმაზე, თუ ვინ შევა პარლამენტში, - განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ.
შეგახსენებთ, დღეს პროკურატურა კარტოგრაფების სასამართლოზე გირაოს მოთხოვნით გამოვიდა და მზადაა, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღმკვეთის სახით გამოტანილი პატიმრობა გირაოთი ჩაანაცვლოს.