ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭება არის შედეგი, ქვეყნისთვის საზიანო - მელაშვილი

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებული, ივერი მელაშვილი ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მიზანი იყო.  მისივე თქმით, ამის შედეგი არის ორ ქვეყანას შორის, საქართველო-აზერბაიჯანის, ურთიერთობის გაფუჭება. ამის შესახებ მან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

"ის რის გამოც მოხდა ჩემი დაკავება, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური მიზანი. ეს სხვა არაფერი არ არის. პირველი იყო - წინასაარჩევნო პერიოდი პარტიისათვის, პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლა, გაშავება მისი, ისე გამოყვანა მისი, რაღაც ტერიტორიები გადასცა და ასე შემდეგ და მეორე - იყო ჩვენი პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება, აი ეს არის შედეგი. ეს ორთავე არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, ვინც ამას ვერ ითავისებს [...]", - ამბობს ივერი მელაშვილი 

ამავე თემაზე:

  • დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ - ივერი მელაშვილი
  • რა პროკურატურის საქმეა სამსახურიდან გათავისუფლება - ივერი მელაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
  • სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე

  • ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი