გამოკითხვაზე მესამედ დაბარებულმა გიორგი მანჯგალაძემ პროკურატურა დატოვა

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო უწყებაში მესამედ დაბარებულმა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი მანჯგალაძემ უწყება დატოვა. მამჯგალაძე სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტსაც იკავდება. მაჯგალაძე, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა. 

მანჯგალაძემ პროკურატურა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. 

"ყველა კითხვას გავეცი პასუხი, დანარჩენი, კომენტარების გარეშე. რაც აინტერესებდათ იმაზე გავეცი პასუხი", - თქვა მან.

მაჯგალაძის ადვოკატის განცხადებით, ის ისევ მოწმის სახით გამოიკითხა და უწყებას ბრალი არ წაუყენებია. 

პროკურორმა კი არც უარყო და არც დაადასტურა, რომ მას ბრალი წაუყენონ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი