თავიდანვე არ უნდა დავეპატიმრებინეთ – ნატალია ილიჩოვას პირველი კომენტარი გათავისუფლებიდან

გამოქვეყნდა:

 ნატალია ილიჩოვა, რომელიც დღეს ივერი მელაშვილთან ერთად სასამართლომ 20– 20 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, სასამართლოს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

"ყველაფერი კარგად არის, ჩვენ თავიდანვე არ უნდა დავეპატიმრებინეთ, ალბათ ეს რაღაც შეცდომა იყო" – ამბობს ნატალია ილიჩოვა

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, თუმცა იმ პირობებში რომ საქართველოში სასამართლო სწორად იშვიათად იქცევა, გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილებაც დასაფასებელია. 

"ნატალიას შვილი ჰყავს საზღვარგარეთ, რომელიც ეხმარებოდა აქამდეც, მომავალშიც დაეხმარება, თანხა არ არის ახლა ცენტრალური საკითხი,ამ შემთხვევაში სასამართლო მოიქცა სწორად, როდესაც შეცვალა პატიმრობა გირაოთი, უფრო კარგად როგორ მოიქცეოდა სასამართლო ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი, კარგი გადაწყვეტილება და ეს უნდა დავუფასოთ სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სასამართლო იშვიათად იქცევა სწორად" – ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე, 

 დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ - ივერი მელაშვილი

ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი