იაგო ხვიჩია მამუკა მდინარაძეს შეხვდა, "გაჭედილები" აქვთ - მეგრელიშვილი

გამოქვეყნდა:

ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, იაგო ხვიჩია უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, არაფორმალურ გარემოში შეხვდა:

პირველი შეხვედრა ჰქონდათ და თვითონ, დაუკავშირდნენ და შეხვდნენ იაგოს არაფორმალურ ვითარებაში და ზუსტად, ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რომელ თემებზეც იაგოს ჰქონდა საუბარი - ამბობს მეგრელიშვილი.

"გირჩის" ერთერთი ლიდერის თქმით, "ოცნებას" "გაჭედილი" გაჭედილი აქვს, რომ არჩევნები არ გაუყალბებია:

აი გაჭედილები აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები და ეს არ არის მარტივი არგუმენტი გადასალახად, ანუ ამ ხალხს მტკიცებულების სტანდარტზე წარმოდგენა აქვთ და არ არის მარტივი ამ არგუმენტის გადალახვა. ჩვენ გაჭედილი გვაქვს პროპორციულ არჩევნებზე - ამბობს მეგრელიშვილი "პალიტრანიუსის" ეთერში. 

შეგახსენებთ, ქართული ოცნების პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, მათივე განაცხადების საფუძველზე, მანდატების გაუქმების პროცედურა დაიწყო. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს 49 დეპუტატის მოთხოვნა განიხილა და მხარი დაუჭირა გაუქმებას, გუშინ, 27 იანვარს კი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის მიმართვაზე იმსჯელა და ასევე მხარი დაუჭირა. 

51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 2 თებერვალს განიხილავს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი